როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ხვალიდან, 27 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 28 და 29 ნოემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ მცირე ნალექი და ისიც ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსს მიაღწევს.
27 ნოემბრიდან გამოიდარებს თბილისშიც და ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0