Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ მართავდა კოვიდ-პანდემიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია. ადამიანები პირბადით
ეპიდემია. ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
პანდემია კიდევ დიდხანს არ დასრულდება, მას ექნება სერიოზული პოსტკოვიდური სინდრომები, გავლენა სხვადასხვა ორგანოზე, განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში მუშაობის შესახებ ორი წლის ანგარიში წარმოადგინა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ამ პერიოდში ცენტრის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო:
1.
ბრძოლა ინფექციურ დაავადებებთან,
2.
ბრძოლა არაინფექციურ დაავადებებთან,
3.
ბრძოლა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ დაავადებებთან,
4.
ეფექტური რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე,
5.
ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა,
6.
მოსახლეობის ინფორმირება და ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შემუშავება,
7.
იმუნიზაციის პროგრამა.
„ახლა არის ანალიზის დრო, თუ რა გვქონდა ძირითადი გამოწვევები ჯანდაცვის სფეროში და რა სისუსტეები იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ის ყოველთვის იყო და ახლაც კრიტიკულია ცენტრის მუშაობის მიმართ.
„სამწუხაროდ, ეს პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება, მას ექნება სერიოზული ჯანდაცვითი პოსტკოვიდური განვითარების სინდრომები სხვადასხვა ორგანოზე, საჭირო გახდება სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის მიმართულებით დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების შემდეგ გაიზარდა საქართველოს ლაბორატორიული პოტენციალი, დაწყებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, დაწყებულია კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია დაავადების 826.714 შემთხვევა; ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 768.559 ადამიანი, გარდაიცვალა 11.736. ამ დროისათვის საქართველოში დაავადების 46.393 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6.523-ს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. მძიმეა 1.670 პაციენტის მდგომარეობა, აქედან 377 ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
გამყრელიძის თქმით, თუ გასულ წელს ლაბორატორიული კვლევების 60% დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში ტარდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდა. სულ ქვეყანაში უკვე 50-მდე ლაბორატორია მოქმედებს და დღეში 50 ათასზე მეტი კვლევა ტარდება.
გამყრელიძე: ქვეყანაში ორი „მწვანე პასპორტი“ იმოქმედებს>>
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაქცინაციის პროცესს და საინფორმაციო კამპანიას. ამასთან მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირება იმუნიზაციის შესახებ უნდა გაუმჯობესდეს.
24 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულების წილი ერთ დღეში 8.17%-ია, ორ კვირაში – 9.06%, შვიდ დღეში – 9.06%. ოფიციალური მონაცემებით, ორი დოზით აცრილია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 34,5%.
გარდა ამისა, კოვიდ-პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისტანციურ სწავლებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებას საერთაშორისო წყაროებისა და ტრენინგების საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0