https://sputnik-georgia.com/20211126/raze-shetanxmdnen-putini-alievi-da-fashiniani-262403715.html
რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი სოჭში გამართულ შეხვედრაზე
რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი სოჭში გამართულ შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრისას. 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T21:19+0400
2021-11-26T21:19+0400
2021-11-27T00:08+0400
რუსეთი
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262402057_0:116:3434:2048_1920x0_80_0_0_bf55527a600b4f0b7a11ee1210d89d71.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მთიანი ყარაბაღის ასაღორძინებლად ახლო მომავალში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის იმედი აქვს.ამის შესახებ პუტინმა სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.პუტინმა ისაუბრა ქვეყნების მთავრობათა მეთაურების მოადგილეების დონეზე სამმხრივი კომისიის მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისიისთვის საქმიანობა მარტივი არ არის, მაგრამ არის გარკვეული მიღწევებიც.„ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევის მიზანიც ესაა. კერძოდ, პირობების შექმნა რეგიონის ასაღორძინებლად, რათა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ნორმალურად შეძლონ სამეურნეო საქმიანობა და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის ლიდერის აზრით, ასეთი შედეგი დადებითად აისახება მოქალაქეთა ცხოვრების დონეზე.ერევნისა და ბაქოს მოსაზრებააზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება სტაბილურია.გარდა ამისა, მან დადებითად შეაფასა რუსეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამმხრივ შეხვედრაზე მაინც აღნიშნა, რომ სიტუაცია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის შემდეგ არც ისე სტაბილურია.ამასთან, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესს შეუდგეს, ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა. მისი განცხადებით, „მხარეები იმიტომ არ შეკრებილან, რომ პრობლემები დაესახელებინათ, არამედ შეიკრიბნენ არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განსახილველად“.სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტივითარება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს გამწვავდა. დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც მოჰყვა მსხვერპლი როგორც სამხედრო მოსამსახურეთა, ისე რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან.მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს დაზავება, მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა მხოლოდ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც მოსკოვის შუამდგომლობით 10 ნოემბერს იქნა მიღწეული.სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა მიმდინარე წლის მაისში.ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მთიან ყარაბაღში დასრულებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ დროა მხარეებმა მშვიდობაზე იფიქრონ.„აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა ხანგრძლივ კონფლიქტს და შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია“, – აღნიშნა ალიევმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262402057_703:0:3434:2048_1920x0_80_0_0_f096cc66cb75d34fc8d328c495b253e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, კავკასია
რუსეთი, ახალი ამბები, კავკასია
რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი სოჭში გამართულ შეხვედრაზე
21:19 26.11.2021 (განახლებულია: 00:08 27.11.2021) რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრისას.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მთიანი ყარაბაღის ასაღორძინებლად ახლო მომავალში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის იმედი აქვს.
ამის შესახებ პუტინმა სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
„არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ახლო მომავალში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ დავადასტუროთ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით ჯგუფის მუშაობა, არამედ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ისაუბრა ქვეყნების მთავრობათა მეთაურების მოადგილეების დონეზე სამმხრივი კომისიის მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისიისთვის საქმიანობა მარტივი არ არის, მაგრამ არის გარკვეული მიღწევებიც.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევის მიზანიც ესაა. კერძოდ, პირობების შექმნა რეგიონის ასაღორძინებლად, რათა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ნორმალურად შეძლონ სამეურნეო საქმიანობა და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის აზრით, ასეთი შედეგი დადებითად აისახება მოქალაქეთა ცხოვრების დონეზე.
ერევნისა და ბაქოს მოსაზრება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება სტაბილურია.
„მთლიანობაში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში სტაბილური სიტუაციაა, არ ყოფილა სერიოზული ინციდენტები, არ ყოფილა დაგეგმილი პროვოკაციები“, – თქვა ალიევმა.
გარდა ამისა, მან დადებითად შეაფასა რუსეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.
თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამმხრივ შეხვედრაზე მაინც აღნიშნა, რომ სიტუაცია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის შემდეგ არც ისე სტაბილურია.
„გასული წლის 9 ნოემბრის შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან, ინციდენტები მთიან ყარაბაღშიც ხდება. 12 მაისიდან ჩვენ ფაქტობრივად კრიზისული სიტუაცია გვაქვს სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესს შეუდგეს, ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა. მისი განცხადებით, „მხარეები იმიტომ არ შეკრებილან, რომ პრობლემები დაესახელებინათ, არამედ შეიკრიბნენ არსებული პრობლემების გადაჭრის გზების განსახილველად“.
სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი
ვითარება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს გამწვავდა. დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც მოჰყვა მსხვერპლი როგორც სამხედრო მოსამსახურეთა, ისე რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან.
მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს დაზავება, მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა მხოლოდ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც მოსკოვის შუამდგომლობით 10 ნოემბერს იქნა მიღწეული.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა მიმდინარე წლის მაისში.
ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მთიან ყარაბაღში დასრულებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ დროა მხარეებმა მშვიდობაზე იფიქრონ.
„აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა ხანგრძლივ კონფლიქტს და შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია“, – აღნიშნა ალიევმა.