როგორ ცდილობდა ოპოზიცია საკრებულოს სხდომის ჩაშლას ბათუმში – ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციონერები, რომლებმაც ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს, პარასკევს ძველი მოწვევის სხდომის ჩაშლას შეეცადნენ, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ წყვეტენ პროტესტს ბათუმში და დღეს ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შეჩერებას ცდილობდნენ.
საკრებულოს სხდომა შეწყდა ახალი მოწვევის დეპუტატის მირდატ ქამადაძის მიერ უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერების მოფრქვევის გამო. „მე სითხე დავღვარე სხდომათა დარბაზში, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა მკვეთრი სუნი აქვს და იქ გაჩერება შეუძლებელი იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქამადაძემ.
პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლები ძალით გაიყვანა დარბაზიდან. აქცია ქუჩაში გაგრძელდა, ხოლო საკრებულომ მაინც დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი. ანალოგიური სიტუაცია იყო ზუგდიდშიც, სადაც, მიუხედავად პროტესტისა, წინა მოწვევის საკრებულომ მაინც დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი.
ყველა ახალი ამბავი
0