მთაწმინდაზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსოლოლაკი
სოლოლაკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
მერიის ცნობით, სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
აღნიშნულ პერიოდში შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.

გადაადგილება თავისუფალი იქნება კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0