კუჭავა: შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რომლითაც დეპუტატები გორის ჰოსპიტალში შევლენ

© Government of Georgiaკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატების შეშვება გამორიცხული იყო ჩემი ბრძანებით განსაზღვრულიყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს, განაცხადა, რომ შეწყვეტს მკურნალობას თუ მასთან პარლამენტის დეპუტატებს არ შეუშვებენ.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, დეპუტატებს ადრე მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე პრობლემა არ ჰქონიათ.
„ჩემი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამიტომაც მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო თუ რა იქნებოდა დეპუტატების შესვლის საფუძველი. უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ“, – განაცხადა კუჭავამ.
სააკაშვილი ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული წესები არ ვრცელდება, რომლითაც ექს–პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასა და ციხის საავადმყოფოში სარგებლობდა.
სააკაშვილთან, როგორც მსჯავრდებულთან, ნებისმიერ დროს შესვლა შეუძლიათ სახალხო დამცველს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელსა და მის ადვოკატებს.
გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულეს ოჯახის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
ყველა ახალი ამბავი
0