Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა „მადლიერების დღე“ ერთად აღნიშნეს

© AFP 2024 / Scott Alfieri / Getty Imagesბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მათი სიყვარულიც მუდმივი განშორებებით არის სავსე. თუმცა წყვილი მაქსიმალურად ცდილობს ერთად დიდი დრო გაატაროს.
ამჯერად 52 წლის ჯეი ლო ბენს ლოს-ანჯელესში ესტუმრა. ის აეროპორტში გადაიღეს, მასთან ერთად მისი შვილებიც იმყოფებოდნენ.
ქურქში გამოწყობილი ჯენიფერი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. ლოპესმა „მადლიერების დღე“ საყვარელ მამაკაცთან ერთად აღნიშნა.
უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ 17-წლიანი განშორების შემდეგ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან, ისინი უკვე 9 თვეა ერთმანეთს ხვდებიან და, სავარაუდოდ, ჯეი ლოს საპატარძლო კაბაში კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
ჯენიფერ ლოპესი სამჯერ იყო დაქორწინებული – რესტორნის მომსახურე პერსონალ ოჯანი ნოაზე 1997–98 წლებში, ქორეოგრაფ კრის ჯადიზე 2001–03 წლებში და მომღერალ მარკ ენტონიზე 2004–14 წლებში, რომელთანაც ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0