Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

74 გარდაცვლილი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.534-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 831.248-ს მიაღწია.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.534 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.811 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 839, შიდა ქართლი – 370, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 356, კახეთი – 267, ქვემო ქართლი – 265, აჭარა – 176, გურია – 143, მცხეთა-მთიანეთი – 138, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.742 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 772.301-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 74 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.810-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.111 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.574 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.595, იმერეთში – 1.407, აჭარაში – 530.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 26 ნოემბერი
1.660 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 379 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 43, იმერეთში – 40. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.166 ადამიანი, მათ შორის 722 – თბილისში, 256 – აჭარაში. 39.371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 58 ადამიანი. ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.781 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.534-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 831.248-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0