ახალქალაქი–კარწახის გზაზე უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© Sputnik / Vladimir Umikashvili გზის გაწმენდის სამუშაოები
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
შეზღუდვა ტრანსპორტის გადაადგილებაზე თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო გახდა აუცილებელი.
გზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0