Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მყავდა მეუღლე...“ – ნახეთ რომელ რეჟისორზე იყო ანი ბებია დაქორწინებული

© Facebook / Ani Bebiaანი ბებია და ილო ბეროშვილი
ანი ბებია და ილო ბეროშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას ხელმომწერებს ხშირად უზიარებენ. ანი ბებიას ხშირად აქვს კომუნიკაცია საკუთარ ხელმომწერებთან და მათ სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.
ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ დასმულ კითხვებს უპასუხა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. კითხვას, ილოსთან ქორწინებამდე ჰქონია თუ არა მას სერიოზული ურთიერთობა, ანიმ დადებითად უპასუხა. „მყავდა მეუღლე, ძალიან კარგი ადამიანი“, – ამბობს ანი. ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული.
„ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“, – გაიხსენა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ყველა ახალი ამბავი
0