Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კირა ყიფშიძე 1 წლის“ – ანა მარგველაშვილის გოგონა იუბილარია – ფოტოები

© Facebook / Anna Margvelashviliანა მარგველაშვილი
ანა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი პირადი ცხოვრება კი მუდმივად იწვევს ინტერესს.
როგორც ცნობილია, ანამ მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე 2014 წელს იქორწინა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ ფოტოებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარს იღებდა. მათ ქალიშვილი ანასტასია შეეძინათ და ოფიციალურად ხელი სწორედ მისი ნათლობის დროს, 2016 წელს მოაწერეს, თუმცა წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობდა, თუმცა მოგვიანებით, 2020 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გახდა დედა და გოგონა, სახელად კირა შეეძინა. ამჯერად ანა მარგველაშვილი სწორედ მეორე შვილის, კირას ფოტოებს აქვეყნებს და მას ერთი წლის იუბილეს ულოცავს. „კირა ყიფშიძე 1 წლის“ – დაწერა მან.
ყველა ახალი ამბავი
0