Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შემდეგ შეიძლება ადვილიც გახდეს...“ – რატომ არ მიჰყვება ხატია შამუგია ქმარს ირლანდიაში

© courtesy of Khatia Shamugiaხატია შამუგია
ხატია შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
ხატია შამუგიამ დაახლოებით ერთი წლის წინ აღიარა, რომ პრინცი იპოვა.
ხატია შამუგიამ ნახევარი წლის წინ ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი 12-წლიანი წარმატებული კარიერა პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელ „ისი პარიში” ერთ დღეში და დიდი გულისტკივილით დასრულდა. დღეს კი ის ერთბაშად ხუთ კომპანიაში მუშაობს.
ხატიამ ჟურნალ „სარკეს” უამბო, რომ ეს რთული პერიოდი მისმა მეუღლემ გადაატანინა, რომელიც ამ დროს მის გვერდით იყო.

„ის მძიმე დღეები მისმა აქ ყოფნამ გადამატანინა, რადგან არ მომცა იმის საშუალება, ამ ტკივილზე დიდად მეფიქრა“, – გაიხსენა ხატიამ.

მისი თქმით, ირლანდიაში, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობს და მუშაობს, თავადაც უნდა წასვლა, თუმცა თვლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს დრო ჯერ არ დამდგარა.

„ამ ეტაპზე ვფიქრობ, გამიჭირდება ყველაფერის მიტოვება. ჩემი შვილიც დასაკვალიანებელია. როცა ჩვენი შვილები ცხოვრებაში მყარად დადგებიან ფეხზე, შემდეგ შეიძლება ეს ნაბიჯი ადვილიც გახდეს, ან მე წავალ მასთან, ან ის ჩამოვა ჩემთან“, – ამბობს ხატია.

ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­ში არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვობის ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.
ყველა ახალი ამბავი
0