„ვეძებთ სასიამოვნო გარეგნობის გოგონას"–შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციის ფაქტები გამოავლინა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიმაღაზიის გამყიდველი
მაღაზიის გამყიდველი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია – საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციის 15 ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შრომის ინსპექციამ როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მიმართვების საფუძველზე 100 ვაკანსიის შესახებ გამოქვეყნებული განცხადებები შეისწავლა და დაადგინა, რომ დამსაქმებელთა მხრიდან სამსახურის მაძიებლების მიმართ ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნებით დისკრიმინაციის ფაქტებს.
მაგალითად, ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:
გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება ,,სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა.
სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით.
ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.
გვესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე.
რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.
აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება.
ყველა ახალი ამბავი
0