ტენდერის თანხა მიითვისეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა, მათგან ერთი პირი დაკავებულია, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა თავიანთი კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში. შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მათ ავანსის სახით მიიღეს 757.061 ლარი, საიდანაც 305.363 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. აღნიშნულ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
საქმეზე გამოძიება სსკ–ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0