საქართველოში ახალი „თავისუფალი ზონები" გაჩნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
მთავრობამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი ზონების კონცეფციის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს შეღავათებს მომავალი ინვესტორებისთვის.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად ახალი „თავისუფალი ზონები“ გაჩნდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„თავისუფალი ზონა“ არის ადგილი, სადაც იმოქმედებს განსაკუთრებული საგადასახადო და სხვა შეღავათები.

„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შემდეგ და ახალი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვხედავთ ინვესტორების მხრიდან „თავისუფალი ზონებისადმი“ ინტერესს, რაც დიდი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ახლა ჩვენ განვიხილავთ სიახლეს – ახალ ტურისტულ ზონებს, მათ შორის, შავი ზღვისპირეთში“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი ზონების კონცეფციის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს შეღავათებს მომავალი ინვესტორებისთვის.
„ეს იქნება ფინანსური ზონები და ასევე ტურისტული და დეველოპერული ზონები, რომელთა მიმართ დღეს დიდი ინტერესია“, – განაცხადა თურნავამ.
ადრე ასეთი ზონების შექმნის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, აჭარის რეგიონში, კერძოდ, გონიოში გაჩნდება ტურისტული ზონა, რომელიც ორიენტირებული იქნება სათამაშო ბიზნესზე.
მისი თქმით, იქ განთავსდება კაზინო, ბანკების ოფისები და სასტუმროები.
ყველა ახალი ამბავი
0