https://sputnik-georgia.com/20211125/rusetsi-aleqsandre-ebralize-daakaves-262361114.html
გაფლანგვის საქმეზე რუსეთში ბიზნესმენი ებრალიძე დააკავეს
გაფლანგვის საქმეზე რუსეთში ბიზნესმენი ებრალიძე დააკავეს
Sputnik საქართველო
ადგილობრივი მასმედიის განცხადებით, მის დაკავებასთან ერთად ბიზნესმენის ბინებსა და ოფისებში ჩხრეკა დაიწყო. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T16:26+0400
2021-11-25T16:26+0400
2021-11-25T16:26+0400
შემთხვევები
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262357447_0:205:1618:1115_1920x0_80_0_0_9e1ff7968af457564ef1dea0a0ac02da.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სანქტ–პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ცნობილი მეწარმე, მეცენატი ელქსანდრე ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა, იუწყება РИА Новости.ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „კონსტანს –ბანკიდან“ 2016 წელს დაახლოებით 3 მლნ რუბლის დაკარგვის შემდეგ აღიძრა, მაშინ ბანკის ძირითადი მფლობელი ებრალიძე იყო. მაშინ ებრალიძემ თავად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, ეპოვათ უცნობი პირები, რომლებმაც თანხა მიიტაცეს. შემოწმების შემდეგ ბანკის ლიცენზია გაუქმდა.ებრალიძე ცნობილია, როგორც კომპანია „ტალიონის“ დამფუძნებელი. ასევე დააარსა „საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესი“, რომელიც ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. 2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.ამას გარდა, ებრალიძე სანქტ–პეტერბურგის იურიდიული აკადემიის სამიდან ერთ–ერთი დამფუნებელია. არის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტის, მაგალითად, პეტრე ბაგრატიონის ქანდაკების პეტერბურგის ცენტრში დადგმის სპონსორი. 2006 წელს ებრალიძემ სახელმწიფო ერმიტაჟს XIX საუკუნის დასაწყისის რუსი მეჩუქურთმეების ორი უნიკალური ნამუშევარი გადასცა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262357447_0:0:1618:1214_1920x0_80_0_0_8576354b5ac8105bde45e3e77fb17c10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, რუსეთი, ახალი ამბები
შემთხვევები, რუსეთი, ახალი ამბები
გაფლანგვის საქმეზე რუსეთში ბიზნესმენი ებრალიძე დააკავეს
ადგილობრივი მასმედიის განცხადებით, მის დაკავებასთან ერთად ბიზნესმენის ბინებსა და ოფისებში ჩხრეკა დაიწყო.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სანქტ–პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ცნობილი მეწარმე, მეცენატი ელქსანდრე ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა, იუწყება
РИА Новости.
ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „კონსტანს –ბანკიდან“ 2016 წელს დაახლოებით 3 მლნ რუბლის დაკარგვის შემდეგ აღიძრა, მაშინ ბანკის ძირითადი მფლობელი ებრალიძე იყო. მაშინ ებრალიძემ თავად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, ეპოვათ უცნობი პირები, რომლებმაც თანხა მიიტაცეს. შემოწმების შემდეგ ბანკის ლიცენზია გაუქმდა.
ებრალიძე ცნობილია, როგორც კომპანია „ტალიონის“ დამფუძნებელი. ასევე დააარსა „საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესი“, რომელიც ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. 2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
ამას გარდა, ებრალიძე სანქტ–პეტერბურგის იურიდიული აკადემიის სამიდან ერთ–ერთი დამფუნებელია. არის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტის, მაგალითად, პეტრე ბაგრატიონის ქანდაკების პეტერბურგის ცენტრში დადგმის სპონსორი. 2006 წელს ებრალიძემ სახელმწიფო ერმიტაჟს XIX საუკუნის დასაწყისის რუსი მეჩუქურთმეების ორი უნიკალური ნამუშევარი გადასცა.