https://sputnik-georgia.com/20211125/national-geographic-pirvelyofil-adamianebze-zezvasa-da-mziaze-mogitxrobt-262348772.html
National Geographic პირველყოფილ ადამიანებზე – ზეზვასა და მზიაზე მოგითხრობთ
National Geographic პირველყოფილ ადამიანებზე – ზეზვასა და მზიაზე მოგითხრობთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სამეცნიერო ჟურნალ National Geographic-ის ნოემბრის ნომერში სტატიაში „დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა... 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T11:17+0400
2021-11-25T11:17+0400
2021-11-25T17:29+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23501/40/235014062_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_0e882a417b1403d5171bb6e13e817adc.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სამეცნიერო ჟურნალ National Geographic-ის ნოემბრის ნომერში სტატიაში „დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“ დმანისში არქეოლოგიურ აღმოჩენაზეა საუბარი.National Geographic-ის ავტორებმა სხვადასხვა ექსპედიციებში მონაწილე არქეოლოგებისა და მკვლევარების მიერ მოთხრობილი ისტორიები შეკრიბეს. ყველა ისტორია დაწვრილებით არის აღწერილი და ილუსტრირებული.სტატიაში საუბარია ქართული ეროვნული მუზეუმის ორ ნიმუშზე, რომლებიც დმანისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. პრესტიჟულ გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია 1991 წლის ექსპედიციაზე, როდესაც დმანისში აღმოაჩინეს ორი თავის ქალა – მამაკაცის და ქალის, რომელთა ასაკი დაახლოებით 1,8 მლნ წლით განისაზღვრა. მეცნიერებმა თავის ქალები აღადგინეს და „ზეზვა“ და „მზია“ დაარქვეს. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, როგორ დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა და როგორც გადაინაცვლეს ევროპაში.დმანისში უნიკალურმა აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიის შესახებ წარმოდგენები და ადამიანის ევოლუციაზე შეხედულება შეცვალა. დმანისის გათხრების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ფართო რეზონანსი გამოიწვია.ამ აღმოჩენების დეტალურად შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰომინიდებმა ევოლუცია განიცადეს არა აფრიკის ტერიტორიაზე, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ, არამედ ევრაზიის ტერიტორიაზე. მეცნიერებმა მათ Homo Georgikus უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20160516/231682539.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23501/40/235014062_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_7aaeff2856a1726201aa630fff695a8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სამეცნიერო ჟურნალ National Geographic-ის ნოემბრის ნომერში სტატიაში „დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“ დმანისში არქეოლოგიურ აღმოჩენაზეა
საუბარი.
National Geographic-ის ავტორებმა სხვადასხვა ექსპედიციებში მონაწილე არქეოლოგებისა და მკვლევარების მიერ მოთხრობილი ისტორიები შეკრიბეს. ყველა ისტორია დაწვრილებით არის აღწერილი და ილუსტრირებული.
სტატიაში საუბარია ქართული ეროვნული მუზეუმის ორ ნიმუშზე, რომლებიც დმანისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
პრესტიჟულ გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია 1991 წლის ექსპედიციაზე, როდესაც დმანისში აღმოაჩინეს ორი თავის ქალა – მამაკაცის და ქალის, რომელთა ასაკი დაახლოებით 1,8 მლნ წლით განისაზღვრა. მეცნიერებმა თავის ქალები აღადგინეს და „ზეზვა“ და „მზია“ დაარქვეს. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, როგორ დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა და როგორც გადაინაცვლეს ევროპაში.
დმანისში უნიკალურმა აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიის შესახებ წარმოდგენები და ადამიანის ევოლუციაზე შეხედულება შეცვალა. დმანისის გათხრების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ფართო რეზონანსი გამოიწვია.
ამ აღმოჩენების დეტალურად შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰომინიდებმა ევოლუცია განიცადეს არა აფრიკის ტერიტორიაზე, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ, არამედ ევრაზიის ტერიტორიაზე. მეცნიერებმა მათ Homo Georgikus უწოდეს.