Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინც ჰარის და მეგან მარკლს ღამით არ სძინავთ – ჰერცოგინია მიზეზზე საუბრობს

© AFP 2024 / TOLGA AKMENპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ის და მისი მეუღლე პრინცი ჰარი და მათი ორი შვილი კალიფორნიაში.
მეგან მარკლი ელენ დეჯენერის შოუში იყო სტუმრად. პროჟექტორებში ბრწყინავდა და თავს ძალიან ჰარმონიულად გრძნობდა კამერების წინ. თითქოს დაავიწყდა, რომ მანამდე ილაპარაკა კონფიდენციალურობაზე და პაპარაცებისგან რაც შეიძლება შორს ყოფნის სურვილზე.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
ყვითელი ამბები
მეგან მარკლი შოუბიზნესში ბრუნდება – ის ,,ელენ დეჯენერესის შოუში“ გამოჩნდა
მეგანმა ბავშვებზეც ისაუბრა. მან იხუმრა და თქვა, რომ ერთი ბავშვი მხოლოდ ჰობია, ხოლო ორი - ნამდვილი სამუშაო. ასეთი ფორმულირება, შესაძლოა, ბევრ ადამიანს ქედმაღლურად ან არასწორადაც კი მოეჩვენოს.
ჰერცოგინიამ თქვა, რომ ის და ჰარი ახლა უძილობას ებრძვიან, რადგან მათ ქალიშვილ ლილიბეტს, რომელიც ხუთი თვისაა, კბილები ამოსდის. სხვათა შორის, როდესაც წყვილს შეეძინა ვაჟი არჩი, პრინც ჰარის უფროსმა ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ხუმრობით თქვა, რომ ახლა ჰარისაც ეცოდინება უძილო ღამეების სიხარული. უილიამს სამი შვილი ჰყავს.
მეგანმა ასევე ისაუბრა მადლიერების დღის გეგმებზე. მას, ჰარის და ბავშვებს სურთ მშვიდი ოჯახური საღამო გაატარონ, თავად ჰერცოგინია კი ღუმელთან დადგება სადილის მოსამზადებლად.
ყველა ახალი ამბავი
0