Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„30 წელია დაქორწინებული ვარ...“ - კიანუ რივზის მოულოდნელი აღიარება

© AFP 2024 / KEVIN WINTERვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი
ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
ახლახან, 57 წლის კიანუ რივზი Esquire-ის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, გაიხსენა მისი პარტნიორი, სანდრა ბალოკი და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა სურს, რადგან მათ შორის საოცარი ქიმია ტრიალებდა.
კიანუ რივზი  - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
კიანუ რივზმა თავის ოთხ კასკადიორს „როლექსის“ საათები აჩუქა – რა დაუჯდა მსახიობს გულუხვობა
კიანუ რივზის Esquire-ის გარეკანზე კიანუმ უაინონა რაიდერზეც ვრცელად ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მასზე ღმერთის წინაშე უკვე 30 წელია დაქორწინებულია. ამავეს აცხადებს რაიდერიც არაერთ ინტერვიუში.
„ჩვენ ნამდვილი ჯვრისწერის ცერემონია გვქონდა, კოპოლამ გადაღებისთვის ნამდვილი მღვდელი დაიქირავა და რიტუალიც წესისამებრ შედგა, ასე რომ ჩვენ უკვე 30 წელია დაქორწინებულები ვართ“, – აცხადებს უაინონა.
ცნობისთვის, როდესაც 1992 წელს ფილმ „დრაკულას“ იღებდნენ, უაინონა ჯონი დეპს ხვდებოდა. რაიდერსა და რივზს მუდამ თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა რომანი მათ შორის არ დადასტურებულა.
ყველა ახალი ამბავი
0