ვენის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ახალი ლოკდაუნისა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ. პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა საღამოს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.ნიდერლანდებში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, მოგვიანებით კი როტერდამში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მოსახლეობას კი სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.როტერდამის მერმა ახმედ აბალებმა შეტაკებას „ძალადობის ორგია“ უწოდა და განაცხადა, რომ „პოლიციამ თავის დაცვის მიზნით საჭიროდ ჩათვალა ძალის გამოყენება“.ამ მომენტისათვის ევროპა ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდადია.
ევროპის ქვეყნებში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა
ვენის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ახალი ლოკდაუნისა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ. პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა საღამოს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ნიდერლანდებში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, მოგვიანებით კი როტერდამში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მოსახლეობას კი სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
როტერდამის მერმა ახმედ აბალებმა შეტაკებას „ძალადობის ორგია“ უწოდა და განაცხადა, რომ „პოლიციამ თავის დაცვის მიზნით საჭიროდ ჩათვალა ძალის გამოყენება“.
ამ მომენტისათვის ევროპა ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდადია.