მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მამაკაცმა ტუჩი, ნესტოები და თითები მოიჭრა, რათა საოცნებო პერსონაჟს დაემსგავსოს: ვიდეო

© Instagram / the_black_alien_projectენტონი ლოფრედო
ენტონი ლოფრედო - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. ახალგაზრდა ფრანგმა მამაკაცმა რამდენიმე საშინელი ოპერაცია გადაიტანა იმისთვის, რომ თავისი „ოცნების გმირს“ დამსგავსებოდა. ამისთვის მან ხელის ორი თითი, ტუჩი და ცხვირი მოიჭრა.
ენტონი ლოფრედოს თქმით, მისი სხეული ჯერჯერობით მხოლოს 34%-ითაა მოდიფიცირებული და აპირებს კვალავაც განაგრძოს ტრანსფორმაცია მანამ, სანამ „შავ უცხოპლანეტელს“ (The black alien) სრულად არ დაემსგავსება.
თავის ყველა გარდასახვას ;ოფრედო Instagram-ზე აქვეყნებს, სადაც მას 784 ათასი „ფოლოვერი“ ჰყავს.
იმისათვის, რომ შავ უცხოპლანეტელს დაემსგავსოს, მამაკაცმა უკვე მთელი სხეული დაიფარა ტატუებით − მათ შორის, თვალების კაკლებიც კი, კანქვეშ იმპლანტები ჩაიყენა, რათა სახე და თავის ქალა რელიეფური გაეხადა, მოიჭრა ცხვირის ნესტოები და ზედა ტუჩი, შუაზე გაიჭრა ენა. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა: მექსიკაში მას ორი სრულიად ჯანსაღი თითი მოჰკვეთეს მარჯვენა ხელზე და ახლა რეპტილიასავით სამთითაა.
რაღა თქმა უნდა, ოპერაციის კადრები მან ასევე გააზიარა სოციალურ ქსელში და მიანიშნა, რომ მეორე ხელსაც იგივეს უპირებს.
აღინიშნება, რომ ლოფრედომ ცხვირის ნესტოები და ტუჩი ასევე საფრანგეთის საზღვრებს მიღმა − ესპანეთში მოიჭრა, ვინაიდან საფრანგეთში მსგავსი ოპერაციები კანონით იკრძალება.
ლოფრედო გამოტყდა, რომ ტუჩის მოჭრის შემდეგ საუბარი უჭირს, თუმცა ასეთი სირთულეები, როგორც ჩანს, მის ენთუზიაზმს ვერაფერს აკლებს. მისი თქმით, ახლა კანის სრულად შეცვალზე ოცნებობს, რათა ის ლითონის საფარველით შეიცვალოს.
როგორც მამაკაცი ამბობს, მას მოსწონს, რომ საშიში პერსონაჟივით გამოიყურება.
ყველა ახალი ამბავი
0