Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

57 გარდაცვლილი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.331-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 826.714-ს მიაღწია.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.331 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.623 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 822, შიდა ქართლი – 428, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, ქვემო ქართლი – 245, აჭარა – 184, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, გურია – 111, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
4.331 ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 768.559-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 57 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.736-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 46.393 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.523 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.575, იმერეთში – 1.404, აჭარაში – 506.
1.670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.148 ადამიანი, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში. 38.722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 49 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.603 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.331-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 826.714-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0