https://sputnik-georgia.com/20211124/wiwvovani-xeebis-mowraze-kontroli-mkacrdeba-262324578.html
წინასაახალწლოდ საქართველოში წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ საქართველოში წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება
Sputnik საქართველო
ახალი წლის წინა პერიოდში მათ, ვინც შეეცდება წიწვოვანი ხეებით შემოსავლის მიღებას, ჯარიმები ელოდება. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T13:19+0400
2021-11-24T13:19+0400
2021-11-24T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283241_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_78ea00aa04ad0c9fcd1b5ef6ccbc772e.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. წინასაახალწლოდ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24-საათიან რეჟიმში განახორციელებენ.კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.
https://sputnik-georgia.com/20210617/saqartveloshi-saxelmwipo-tyeebis-inventarizacia-sruldeba-252043231.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283241_214:0:2945:2048_1920x0_80_0_0_9e045d2ebd6c3346e9483bc362f2e780.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
წინასაახალწლოდ საქართველოში წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება
13:19 24.11.2021 (განახლებულია: 19:11 24.11.2021) ახალი წლის წინა პერიოდში მათ, ვინც შეეცდება წიწვოვანი ხეებით შემოსავლის მიღებას, ჯარიმები ელოდება.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. წინასაახალწლოდ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24-საათიან რეჟიმში განახორციელებენ.
კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.