https://sputnik-georgia.com/20211124/stafilo-vis-ekrzaleba-wama-262332324.html
სტაფილო კატეგორიულად გეკრძალებათ, თუ... ექიმის განმარტება
სტაფილო კატეგორიულად გეკრძალებათ, თუ... ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ისეთი სასარგებლო ბოსტნეული, როგორიც სტაფილოა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანო გამოდგეს ჯანმრთელობისთვის და ამიტომ გარკვეულ... 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T15:13+0400
2021-11-24T15:13+0400
2021-11-24T20:57+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/01/244630141_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_85741468c56cdd7373e6453a7afb2ba0.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ისეთი სასარგებლო ბოსტნეული, როგორიც სტაფილოა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანო გამოდგეს ჯანმრთელობისთვის და ამიტომ გარკვეულ კატეგორიას მისი მიღება ეკრძალება, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორობლიოვა.მისი თქმით, ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი სტაფილო ძალიან სასარგებლოა კანისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. თუმცა მას უკუჩვენებაც აქვს. ექიმის განმარტებით, სტაფილო არ უნდა მიირთვან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებმა. ამასთან ექიმი განმარტავს, რომ სტაფილოში შემავალი B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინების დაახლოებით 2/3, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, თერმული დამუშავების დროს იკარგება. ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილოსტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.
https://sputnik-georgia.com/20190308/alchaimeri-stafilo-mwvaneCai-244630175.html
https://sputnik-georgia.com/20211123/vis-ekrzaleba-kombosto-262300377.html
https://sputnik-georgia.com/20190412/eqimebma-daadgines-vis-ekrZaleba-bananis-Wama-244924636.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/01/244630141_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_92721eabc0bdfd7bf75838020ca6dcea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ისეთი სასარგებლო ბოსტნეული, როგორიც სტაფილოა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანო გამოდგეს ჯანმრთელობისთვის და ამიტომ გარკვეულ კატეგორიას მისი მიღება ეკრძალება,
აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორობლიოვა.
მისი თქმით, ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი სტაფილო ძალიან სასარგებლოა კანისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. თუმცა მას უკუჩვენებაც აქვს.
ექიმის განმარტებით, სტაფილო არ უნდა მიირთვან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებმა.
„თუ ღვიძლი დაავადებულია, ის ვერ აითვისებს კაროტინს. გარდა ამისა, სტაფილოს უკუჩვენება აქვს კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და ენტერიტის, ანუ წვრილი ნაწლავის კედლების ანთების დროს“, − განაცხადა კორობლიოვამ.
ამასთან ექიმი განმარტავს, რომ სტაფილოში შემავალი B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინების დაახლოებით 2/3, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, თერმული დამუშავების დროს იკარგება. ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.
როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.
როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო
სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).
უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.
გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.