პრესკონფერენცია მოსკოვში „Sputnik–საქართველოს“ კოლუმნისტის წიგნის პრეზენტაციის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerანასტასია ხატიაშვილი
ანასტასია ხატიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
პრესკონფერენცია, რომელიც მწერლისა და „Sputnik–საქართველოს“ კოლუმნისტის ანასტასია ხატიაშვილის სადებიუტო რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ მოსკოვში პრეზენტაციას ეძღვნება, „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 25 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
25 ნოემბერს, მოსკოვის დროით 18:00 საათზე ММОМА–ს (მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) საგანმანათლებლო ცენტრის ბიბლიოთეკაში წიგნს რუს მკითხველს წარუდგენენ. ვინც მოსკოვში იმყოფება და პრეზენტაციაზე დასწრება სურს, უნდა შეავსოს სარეგიტრაციო ფორმა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია და საინფორმაციო სააგენტო „Sputnik–საქართველო“.
წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ რუსულ ენაზე დაწერილი ფსიქოლოგიური ტრილერია. რომანი თბილისში გამომცემლობა „კალმოსანმა“ 2021 წლის დასაწყისში გამოსცა. ნოემბერში ტირაჟის ნაწილი მოსკოვში ჩავიდა.
პრესკონფერენციის მონაწილეები
თბილისში:
– ავტორი ანასტასია ხატიაშვილი;
მოსკოვში (ვიდეოჩართვა):
– რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე;
– პრეზენტაციის ორგანიზატორი ვერა ყიფიანი.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com
ყველა ახალი ამბავი
0