Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ფილერმა სახის ფორმა მნიშვნელოვნად შემიცვალა...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და ხელმომწერებს მიმართავს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ფილერმა სახის ფორმა შეუცვალა და ახლა აინტერესებს, მოსწონთ თუ არა ეს მათ.

„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ფილერთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ სახის ფორმა მნიშვნელოვნად შემიცვალა. რადგან ამ ფილერის დაშლა შეიძლება, ამიტომ მინდა ვიცოდე, თქვენ რას ფიქრობთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ? ვერ ჩამომიყალიბდა აზრი, მომწონს თუ არა და თქვენი აზრი რომ მომწეროთ“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანმა ცოტა ხანში უმცროსი შვილის საბა კოდუას მინაწერიც გამოაქვეყნა. „უცნაურად გამოიყურები“, – სწერს საბა დედას.
ნანუკა ჟორჟოლიანი ზაფხულში 42 წლის გახდა. ბოლო დროს ჟურნალისტმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ყველა ახალი ამბავი
0