https://sputnik-georgia.com/20211124/mariam-shukakidze-tansacmels-arigebs-262334046.html
„მინდა კოსმეტიკა, ტანსაცმელი დავარიგო“ – ბათუმელი მოდელი ძვირადღირებულ ნივთებს გააჩუქებს
„მინდა კოსმეტიკა, ტანსაცმელი დავარიგო“ – ბათუმელი მოდელი ძვირადღირებულ ნივთებს გააჩუქებს
Sputnik საქართველო
მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T17:21+0400
2021-11-24T17:21+0400
2021-11-24T22:43+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262332669_0:269:1440:1079_1920x0_80_0_0_bfae669b9336cf068eb56efa47f7f159.jpg
სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 1,3 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.ამჯერად მარიამი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და ხელმომწერებისგან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. „აი, ესაა სრულყოფილება, ანგელოზი ხარ“, „ულამაზესი გოგო“, „სასწაული ხარ“, – წერენ „ინსტაგრამზე“.თავად მარიამმა კი მათ მიმართა და დაწერა, რომ საკუთარი ტანსაცმლის გაჩუქებას გეგმავს. მან განმარტა, რომ საჩუქრებს საკუთარ ხელმომწერებს გაუკეთებს. „ვისაც ვუყვარვარ და ყურადღებას იჩენს, კომენტარით თუ ლაიქით, მეც მინდა, რომ პატივი ვცე... აბა, სულელი ხომ არ ვარ, ვისაც არ მოვწონვარ, ისინი ვასაჩუქრო“, – დაწერა მარიამ შუკაკიძემ.მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262332669_0:134:1440:1214_1920x0_80_0_0_5286b5978d80207df226e194b43355a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი მარიამ შუკაკიძე დავით ბოლქვაძე ნივთები საჩუქრები
ბათუმი მარიამ შუკაკიძე დავით ბოლქვაძე ნივთები საჩუქრები
„მინდა კოსმეტიკა, ტანსაცმელი დავარიგო“ – ბათუმელი მოდელი ძვირადღირებულ ნივთებს გააჩუქებს
17:21 24.11.2021 (განახლებულია: 22:43 24.11.2021) მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.
სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 1,3 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
ამჯერად მარიამი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და ხელმომწერებისგან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. „აი, ესაა სრულყოფილება, ანგელოზი ხარ“, „ულამაზესი გოგო“, „სასწაული ხარ“, – წერენ „ინსტაგრამზე“.
თავად მარიამმა კი მათ მიმართა და დაწერა, რომ საკუთარი ტანსაცმლის გაჩუქებას გეგმავს. მან განმარტა, რომ საჩუქრებს საკუთარ ხელმომწერებს გაუკეთებს. „ვისაც ვუყვარვარ და ყურადღებას იჩენს, კომენტარით თუ ლაიქით, მეც მინდა, რომ პატივი ვცე... აბა, სულელი ხომ არ ვარ, ვისაც არ მოვწონვარ, ისინი ვასაჩუქრო“, – დაწერა მარიამ შუკაკიძემ.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.