Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ დავიკლოთ მარტივად და ეფექტურად 10 დღეში – მადონას პოპულარული დიეტა

© AP Photo / John Shearerმომღერალი მადონა
მომღერალი მადონა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
მადონად ყოფნა სულაც არ არის ადვილი. 63 წლის მომღერალს ყოველი თავისუფალი წუთის სახისა და სხეულის მოვლაზე დახარჯვა უწევს. ვარსკვლავი არა მარტო რეგულარულად ვარჯიშობს, არამედ იცავს გარკვეულ დიეტას, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ისე რთულია.
მადონა ძალიან მკაცრ დიეტას იცავს, რომელიც გამორიცხავს ხორბალს, კვერცხს, ხორცს და რძის პროდუქტებს. თქვენ იკითხავთ: „რას ჭამს?“ პასუხი არის – „ბოსტნეულს“.
დღე 1-ლი: დაიწყეთ დილა საუზმეზე მისოს სუპით და ყავისფერი ბრინჯით. საშინლად ჟღერს, მაგრამ, დამიჯერეთ, არც ისე საშინელია. უფრო მეტიც, თქვენ სწრაფად დანაყრდებით. ეს კერძი იმდენად ნოყიერია, ლანჩის გამოტოვებასაც შეძლებთ. სადილისთვის მოამზადეთ ზღვის მცენარეების და ჩაშუშული ქერის ლანჩი.
დღე მე-2: იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზმი აღდგეს ზღვის მცენარეებისა და ჩაშუშული ქერის მოხმარების შემდეგ, დიეტის მეორე დღეს მადონა ვაშლისა და ბოსტნეულის მიღებას გირჩევთ. ეცადეთ დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით: გაისეირნეთ ქალაქში, შეხვდით მეგობრებს.
დღე მე-3: ეს დღე სპორტს ეძღვნება. პარკში სირბილი, ან ფიტნეს-კლუბში ვარჯიში საუკეთესო იქნება თქვენთვის. თქვენ უნდა აიძულოთ თავი გაოფლიანდეთ, რათა ორგანიზმიდან ყველა ტოქსინი მოიცილოთ. საუზმისთვის შეგიძლიათ კვლავ მიირთვათ მისოს წვნიანი, რათა აღიდგინოთ ძალები და დაელოდოთ სადილს. საღამოს უმჯობესია მიირთვათ ტოფუ ან სოიო.
დღე მე-4: ეს დღე ხილს ეძღვნება. ნუ შეგეშინდებათ მიიღოთ დიდი რაოდენონობით ხილი, განსაკუთრებით, ტკბილეულის გარეშე გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ.
დღე მე-5 და მე-6: ეს ბედნიერი დღეებია. როდესაც მადონა ამ დიეტას იცავდა, ის ყოველთვის ისვენებდა ორ დღეს და შეეძლო ეჭამა რაც სურდა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მის მაგალითს. ფრთხილად იყავით. უმჯობესია საკვები მიირთვათ მცირე ულუფებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი კუჭი დაზარალდეს.
დღე მე-7: დიეტას დაუბრუნდით. მიირთვით ტოფუ და ნუ შეგეშინდებათ, რომ ის ამ დიეტაში დიდი დოზითაა. შეგიძლიათ მას დაუმატოთ სალათის ფურცლებიც, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
დღე მე-8: მოაწყვეთ მაკრობიოტიკური წვეულება, რათა თავი აარიდოთ დეპრესიასა და სტრესს. სევდიანად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად გეხმარებათ განტვირთვაში. მოამზადეთ სხვადასხვა კერძი, რომლებსაც მიირთმევთ თქვენი დიეტის მიხედვით. აჩვენეთ მეგობრებს რას ჭამთ. ისინი აუცილებლად დააფასებენ თქვენ ძალისხმევას. სხვათა შორის, მჟავე კომბოსტო შეიძლება იყოს ძალიან გემრიელი კერძი და აუცილებლად სცადეთ, თუ იგრძნობთ, რომ თქვენი ყველა კერძი ერთფეროვანია.
დღე მე-9 და მე-10: დიეტის ბოლო ორი დღე. ისევ დაუბრუნდით სპორტს. უნდა მოიკრიბოთ ძალა, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად დატვირთოთ, რთული იქნება, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მიღების შემდეგ, თუმცა, თუ გსურთ გამოიყურებოდეთ მადონასავით, მაშინ ეს ძალისხმევა ამად ნამდვილად ღირს.
ყველა ახალი ამბავი
0