Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის სალაროები
კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო კინოთეატრების, თეატრებისა და ოპერების დარბაზებში მაყურებელთა დასწრების შემცირებული რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დაწესებულებებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაცია, რომელიც რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს, 1 დეკემბრიდან მოიხსნება.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
კაფეები და რესტორნები შარდენის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა იხსნება
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0