მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო ზამთრის დღესასწაულების წინ ხალხს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს COVID-19-ის გამო

© AP Photo / Matt Dunhamპანდემია ლონდონში
პანდემია ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დაიცვან COVID-19-ის პროფილაქტიკური ზომები, როგორიცაა ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა, აღნიშნეს ორგანიზაციაში
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საახალწლო დღესასწაულების წინა დღეებში აუცილებელია COVID-19-ის ძირითადი პროფილაქტიკური ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების ახალი ტალღა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ. იუწყება РИА Новости.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ვირუსის გავრცელებას იწვევს - არის სოციალური მობილობის ზრდა ვაქცინაციის არასაკმარისი დონის, უფრო გადამდები შტამებისა და ისეთი მარტივი ზომების უგულებელყოფის პირობებში, როგორიცაა ნიღბების ტარება და განიავება. ვფიქრობ, ამ დღესასწაულის პერიოდში წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, ყოველმა ჩვენგანმა დაიცვას ეს ზომები, რათა ყველანი უსაფრთხოდ ვიყოთ“, - აღნიშნა ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ეცადონ, დაიცვან COVID-19-ის პროფილაქტიკური ზომები, როგორებიცაა ნიღბების ტარება, დისტანცია და ხელების დაბანა, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მათ რეგიონში არც ისე კარგია.
ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში ვაქცინები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, პირველ რიგში, მოსახლეობის მოწყვლადი ფენებისთვის, რათა ისინი დაცული იყვნენ დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
ყველა ახალი ამბავი
0