გორთან ახლოს მოსახლეობა ცენტრალური გზის გადაკეტვას შეეცადა

© Facebook / Qartliზეღდულეთელების აქცია
ზეღდულეთელების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა ცენტრალური ტრასის გადაკეტვას შეეცადა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ადგილობრივები სოფლის საძოვრების უცხოელ ინვესტორებზე მიყიდვას აპროტესტებენ და მიწების დაბრუნებას მოითხოვენ.
„75 ჰექტარი საძოვრები წაგვართვეს, უცხოელს მიჰყიდეს. სად გავუშვათ ახლა საძოვარზე ნახირი?! ორი ძროხა მყავს, ორი კაპიკის გაკეთებას ვცდილობ ყველის გაყიდვით. ახლა ამასაც მართმევენ!“ – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პოლიციამ შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა და განუცხადა, რომ მერია ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიან ვადას ითხოვს. ამის შემდეგ მოსახლეობამ პროტესტი შეწყვიტა. თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს კვლავ გააგრძელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0