https://sputnik-georgia.com/20211124/gldanis-cixesi-ukrainis-moqalaqe-gardaicvala-262342600.html
გლდანის ციხეში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა
გლდანის ციხეში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისის ციხეში უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ექსპერტები ცდილობენ 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T19:46+0400
2021-11-24T19:46+0400
2021-11-24T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკრაინის 32 წლის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიება დაიწყო, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 ციხეში იხდიდა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 342-ე მუხლი).უწყებაში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მათი ანალოგების, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან რეალიზაცია) და მას ციხეში 9 წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევდა. ის გლდანის ციხეში 2021 წლის 30 ივლისს გადაიყვანეს.მსჯავრდებულს დაწესებულებაში შესვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატის ორი დოზით.მსჯავრდებულის ცხედარი აღმოაჩინეს 24 ნოემბერს, თბილისის დროით 07:05 საათზე.„მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით პულსაცია არ აღენიშნებოდა“, - განაცხადეს უწყებაში.გარდაცვლილის გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი.ქართული მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკოზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
გლდანის ციხეში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა
თბილისის ციხეში უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ექსპერტები ცდილობენ
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკრაინის 32 წლის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიება დაიწყო, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 ციხეში იხდიდა, განუცხადეს
Sputnik-საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 342-ე მუხლი).
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მათი ანალოგების, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან რეალიზაცია) და მას ციხეში 9 წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევდა. ის გლდანის ციხეში 2021 წლის 30 ივლისს გადაიყვანეს.
მსჯავრდებულს დაწესებულებაში შესვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატის ორი დოზით.
„18 აგვისტოს მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19 ნოემბერს ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ.-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
მსჯავრდებულის ცხედარი აღმოაჩინეს 24 ნოემბერს, თბილისის დროით 07:05 საათზე.
„მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით პულსაცია არ აღენიშნებოდა“, - განაცხადეს უწყებაში.
გარდაცვლილის გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი.
ქართული მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკოზე.