მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„გაზპრომი“ გამონაკლისს დაუშვებს და მოლდოვას გაზის მიწოდებას არ შეუწყვეტს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზპრომი
გაზპრომი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
მოლდოვის პრემიერმა პარლამენტს მიმართა თხოვნით, გამოყოს ფული „გაზპრომის“ წინაშე დავალიანების გასასტუმრებლად
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვის მთავრობამ „გაზპრომს“ მიმართა თხოვნით, არ შეეწყვიტა გაზის მიწოდება 24 ნოემბრიდან, და პირობა დადო, რომ მიმდინარე დავალიანებას პარასკევს, 26 ნოემბერს გადაიხდიდა. ამის შესახებ „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, იუწყება РИА Новости.
„მოლდოვის მთავრობამ „გაზპრომს“ მიმართა თხოვნით, არ შეწყვიტოს გაზის მიწოდება დღევანდელი დღიდან. ამასთან, მოლდოვის მხარე აღიარებს „გაზპრომის“ ქმედებების მართლზომიერებას და პირობას დებს, რომ სრულად გადაიხდის მიმდინარე დავალიანებას მიმდინარე წლის 26 ნოემბერს. „გაზპრომმა“ გამონაკლისის სახით გამოიჩინა კეთილი ნება და იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეები, თხოვნას დასთანხმდა“, - აღნიშნა კუპრიანოვმა.
მისი სიტყვებით, „გაზპრომს“ მტკიცედ სჯერა, რომ მოლდოვა პირნათლად შეასრულებს კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს მომავალში და დროულად გადაიხდის მიმდინარე დავალიანებებს.
მოლდავეთის ხელისუფლებამ 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა, ვინაიდან შეთანხმება გაზის მიწოდების შესახებ იწურებოდა. მისი გახანგრძლივება გართულდა „გაზპრომის“ წინაშე კიშინიოვის დავალიანების გამო. 29 ოქტომბერს „მოლდოვაგაზმა“ და „გაზპრომმა“ გააფორმეს გაზის მიწოდების ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წელს „მოლდოვგაზის“ დავალიანების აუდიტის ჩატარების პირობით. დაგეგმილია მისი გასტუმრება ხუთი წლის განმავლობაში.
ორშაბათს „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ 48 საათის შემდეგ მოლდავეთს მიწოდებას შეუწყვეტდნენ, თუ იგი 22 ნოემბერს გადასახადს არ გადაიხდიდა. „მოლდოვგაზის“ ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა აღნიშნა, რომ მიმართა მთავრობას და სთხოვა სესხი, დაახლოებით 74 მილიონი დოლარი, საწვავის საფასურის გადასახდელად. ვიცეპრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ მთავრობა გამოუყოფდა საჭირო თანხას, მაგრამ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ყველა ახალი ამბავი
0