https://sputnik-georgia.com/20211124/bagebi-wynetis-damakavsirebel-gzaze-ferdis-nawili-camoisala-262342076.html
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე ფერდის ნაწილი ჩამოიშალა
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე ფერდის ნაწილი ჩამოიშალა
Sputnik საქართველო
ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები. ფერდის გასამაგრებლად უკვე დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T19:36+0400
2021-11-24T19:36+0400
2021-11-25T00:00+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/10/239961027_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7432dfdefc73692f2596fb7213272f2a.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ბაგების-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა ფერდის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებები.ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი გასული წლის აპრილში ჩამოწვა. დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლები შენდება. სამუშაოები ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის მოწყობას.აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტში გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოები მიზნით დამზღვევი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ფერდის დროებითი კედელი მოეწყო. ამის შემდეგ დაიგეგმა მასშტაბური პროექტის განხორციელება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/10/239961027_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_332238016b440ef25e2612ec78fb5ac8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე ფერდის ნაწილი ჩამოიშალა
19:36 24.11.2021 (განახლებულია: 00:00 25.11.2021) ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები. ფერდის გასამაგრებლად უკვე დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები.
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ბაგების-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება
თბილისის მერია. შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა ფერდის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებები.
დაგეგმილი ღონისძიებების გამო 26 ნოემბერს 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ასევე 27 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი გასული წლის აპრილში ჩამოწვა. დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლები შენდება. სამუშაოები ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის მოწყობას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტში გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოები მიზნით დამზღვევი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ფერდის დროებითი კედელი მოეწყო. ამის შემდეგ დაიგეგმა მასშტაბური პროექტის განხორციელება.