გახდომის ნაცვლად გაგასუქებთ: დასახელდა პოპულარული დიეტური ხილი

© Pixabay / Deedee86დიეტა
დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ავოკადოს არასათანადო გამოყენებამ წონის დაკლების ნაცვლად შესაძლოა პირიქით, წონის მომატება გამოიწვიოს, აცხადებს დიეტოლოგი და მწვრთნელი პაველ ტერეხოვი.

„ავოკადო ვიტამინების, მიკროელემენტებისა და უჯერი ცხიმების საწყობია. გირჩევთ გამოიყენოთ იგი თევზთან, ყველთან, მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად. ავოკადოს შემცველობით გემრიელი და ნოყიერი საუზმის რეცეპტი − ეს არის ორი ტოსტი, ნახევარი ავოკადო, 70 გრამი წითელი თევზი, 20 გრამი რბილი ყველი, მწვანილი და ბოსტნეული“, − აღნიშნა სპეციალისტმა.

ამასთან დიეტოლოგმა განმარტა, რატომ არ შეიძლება ამ საოცარი პროდუქტის ჭარბად მიღება. ირკვევა, რომ ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით (100 გ პროდუქტზე 212 კილოკალორია) და, შესაბამისად, თუ მას დიდი რაოდენობით მიირთმევთ, გახდომის ნაცვლად შეიძლება გასუქდეთ კიდეც.
ავოკადო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ავოკადოს მიღება უნდა შეზღუდონ მათ, ვინც ანტიკოაგულანტებს − სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს იღებს. საქმე ისაა, რომ ავოკადოში დიდი რაოდენობით შედის K–ვიტამინი, რომელიც ამ წამლების ეფექტს ამცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0