63 წლის შერონ სტოუნი პაპარაცებმა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს – ფოტოები

© courtesy of Irakli Gedenidzeშერონ სტოუნი და მიხეილ სააკაშვილი
შერონ სტოუნი და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
ამჟამად 63 წლის მსახიობს შერონ სტოუნს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პირადი ცხოვრება დასრულებულია და ის პაემნებზე სიარულს აღარ აპირებს, თუმცა სიტყვები ერთია, ქცევა კი მეორე.
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი გასულ კვირას უცნობ მამაკაცთან პაემანზე გადაიღეს. ახლახან კი ინტერნეტ-სივრცე შერონის ახალმა ფოტოებმა დაიპყრო. ის ბევერლი-ჰილზზე, რესტორნიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. მან მეგობარ ქალბატონთან ერთად ივახშმა, ლიფტთან კი ახალგაზრდა, საოცრად სიმპათიური მამაკაცი დახვდა, რომელსაც სტოუნი ჩაეხუტა.
კადრი ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
„საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“ – 63 წლის შერონ სტოუნი საცურაო კოსტიუმში შეუდარებელია
ისინი იღიმოდნენ, ფლირტი თვალსაჩინო იყო. 63 წლის მსახიობი, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას ლურჯი პიჯაკი და თავისუფალი სტილის, ნაცრისფერი შარვალი ამშვენებდა. საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა უცნობი იდუმალი მამაკაციც, მას ატმისფერი პიჯაკი და თეთრი შარვალი ეცვა.
ყველა ახალი ამბავი
0