Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

46.923 აქტიური შემთხვევა: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.201 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.383 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 536, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 263, შიდა ქართლი – 244, ქვემო ქართლი – 187, კახეთი – 155, აჭარა – 144, გურია – 111, სამცხე-ჯავახეთი – 93, მცხეთა-მთიანეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.098 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 763.755-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
64 გარდაცვლილი: 24 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 64 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.679-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 46.923 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.611 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.592, იმერეთში – 1.416, აჭარაში – 525.
1.691 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.084 ადამიანი, მათ შორის 695 – თბილისში, 212 – აჭარაში. 39.228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 58 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44.982 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0