თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მეფე მირიანის, კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, რომის, უზნაძის, ჩერნიშევსკის, ზაქარია ქურდიანის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, მოსე გოგიბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, არჩილ ქურდიანის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, დოდო აბაშიძის, ჭოროხის და კიევის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის, ქობულეთის, კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაოინების (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის, ქინძმარაულის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, საიათნოვას, აბოვიანის, გრიგოლ ხანძთელის, ერეკლე მეორის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0