https://sputnik-georgia.com/20211123/svanetsi-daculi-unikaluri-saxarebis-restavracia-dasrulda-262316065.html
სვანეთში დაცული უნიკალური სახარების რესტავრაცია დასრულდა
სვანეთში დაცული უნიკალური სახარების რესტავრაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
წმინდა საგანძური კვლავ ლახამულის ტაძარს დაუბრუნდა, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდა. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T21:26+0400
2021-11-23T21:26+0400
2021-11-23T21:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/34/248573433_5:0:995:557_1920x0_80_0_0_4678a98181288238eb4bd130fd269316.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ზემო სვანეთის ლახამულის ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარების - ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულაში დაბრუნდა.რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოთხთავმა სვანეთი დატოვა. უწყების ინფორმაციით, ხელნაწერი სოფელ ლახამულაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ჩაიტანეს.ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს შეიცავს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/34/248573433_129:0:872:557_1920x0_80_0_0_ce110b946c1a4490e4e5cb4f5d573e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
სვანეთში დაცული უნიკალური სახარების რესტავრაცია დასრულდა
წმინდა საგანძური კვლავ ლახამულის ტაძარს დაუბრუნდა, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდა.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ზემო სვანეთის ლახამულის ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარების - ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულაში დაბრუნდა.
რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოთხთავმა სვანეთი დატოვა. უწყების ინფორმაციით, ხელნაწერი სოფელ ლახამულაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ჩაიტანეს.
ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს შეიცავს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.