ქუთაისში გოლიათი დაიბადა

CC BY-SA 2.0 / Jeremy Engleman / Baby's first rim lightახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
„საქსტატის“ სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში ქვეყანაში 21.839 ბავშვი დაიბადა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში 5 კგ-ზე მეტი წონის ბიჭი დაიბადა, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ, ნათქვამია კლინიკა „ბომონდის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა. ახალშობილს კლინიკის მედპერსონალმა „გოლიათი“ უწოდა.
ახალშობილის დედამ მედპერსონალს ყურადღებისთვის, გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში ქვეყანაში 21.839 ბავშვი დაიბადა.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
დემოგრაფია და ეკონომიკური ზრდა: რა ხდება საქართველოში
შობადობის მხრივ ლიდერობს თბილისი, სადაც დაიბადა 7.101 ბავშვი. მეორე ადგილზეა იმერეთი (2.769 ბავშვი), მესამეზე – აჭარა (2.556).
ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 123 ბავშვი, მცხეთა-მთიანეთში – 506 და გურიაში – 521.
ამასთან, საქართველოში წლის დასაწყისიდან მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა – სიკვდილიანობა შობადობას უსწრებს (საანგარიშო პერიოდში გარდაიცვალა 25.821 ადამიანი).
ყველა ახალი ამბავი
0