ქართველი პარამოფარიკავეების წარმატება მსოფლიოს თასზე

© courtesy of Irma Khetsurianiპარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
მსოფლიო თასზე მოპოვებული შვიდი მედლიდან ორი ოქრო ირმა ხეცურიანმა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში აიღო.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე შვიდი მედალი მოიპოვა.
პარამოფარიკავეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა) იასპარეზეს. ორ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში პირველობა არავის დაუთმო.
ორი ქართველი სპორტსმენი ქალი მსოფლიოს წლის საუკეთესო პარამოფარიკავედ დასახელდა>>
ვერცხლის მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში გვანცა ზადიაშვილმა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა სამივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედლები აიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0