პულსი: რა დაავადებების დადგენა შეიძლება გულისცემით – ტიბეტელი ექიმების რჩევა

© Pixabay / backy3723ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს
ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მიიჩნევა, რომ ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის პულსი წუთში 60-80 დარტყმა უნდა იყოს. თუმცა, ტიბეტელი მკურნალების აზრით, თითოეულ ადამიანს პულსის გარკვეული, თანდაყოლილი სახეობა ახასიათებს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. შესაძლოა შეიცვალოს მხოლოს დარტყმების სიხშირე და ზოგი მახასიათებელი.
ტიბეტელები ირწმუნებიან, რომ პულსისთვის ყურის დაგდებით (და არა უბრალოდ მოსინჯვით) შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა, მომავალი ბავშვის სქესის განსაზღვრა, წლების შემდეგ მოსალოდნელი დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკაც კი.
ქალი გულის აპლიკაციით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
კაცებისგან განსხვავებული: გულის შეტევის ატიპიური ნიშნები ქალებში – დასახელდა სიმპტომები
გარდა ამისა, კარგ ექიმს მარჯვენა და მარცხენა ხელებზე სხვადასხვა ადგილებზე პულსაციის მოსმენით უნდა შეეძლოს შინაგანი ორგანოების მდგომარეობის დადგენა.
ტიბეტელ „ესკულაპებს“ მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანის პულსი ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ხუთ რიტმულ დარტყმას აკეთებს, ის სრულიად ჯანმრთელია. ამასთან, ეს სურათი არ უნდა იცვლებოდეს ასჯერ ჩასუნთქა-ამოსუნთქვის განმავლობაში.
მათი თქმით:
თუ დარტყმების რაოდენობა იგივე დროში იზრდება, ეს „სიცხის დაავადებაზე“ მიანიშნებს, რომელიც აზიანებს ღვიძლს, გულსა და სხვა მკვრივ ორგანოებს.
თუ ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას პულსის დარტყმა იკლებს, ეს უკვე „სიცივის დაავადებებზე“ მეტყველებს, რაც კუჭში, მსხვილ ნაწლავში, შარდისა და ნაღვლის ბუშტებსა თუ სათესლე ჯირკვლებში პრობლემებს გულისხმობს.

როგორი პულსი უნდა ჰქონდეს ადამიანს

გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოკვეთილი, ზუსტი რაოდენობა ადამიანებისთვის არ არსებობს. პულსის დარტყმათა რაოდენობა ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლეზე, სქესზე, ორგანიზმის გავარჯიშებულობაზე, სასიცოცხლო აქტიურობასა და ქრონიკული პათოლოგიების არსებობაზე. გამომდინარე აქედან, მედიკოსები პულსის დარტყმათა საშუალო მაჩვენებლით ხელმძღვანელობენ.
მაგალითად, ბავშვებისა და ზრდასრულების პულსაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება. ის, რაც უფროსებში პათოლოგიად მიიჩნევა, ბავშვებში ნორმაა.
ზრდასთან ერთად პულსის მაჩვენებლები თანდათანობით იკლებს და პუბერტატული ასაკის ბოლოსკენ, ანუ მოზარდობაში, ნორმად მიიჩნევა 60-90 დარტყმა წუთში.
წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ექვსი მიუტევებელი შეცდომა წნევის გაზომვისას: სავალდებულოა იცოდეთ!
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებში პულსაცია დღის სხვადსახვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარია. ამიტომ მის შესამოწმებლად ოპტიმალური დრო – დილაა, როცა ბავშვი იღვიძებს.
გახსოვდეთ! თუ ბავშვს გულის რიტმი უმიზეზოდ, ანუ ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვების გარეშე გახშირებული აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, ქალისა და მამაკაცის პულსი უმნიშვნელოდ განსხვავდება: ქალებს სულ 5-7 დარტყმით მეტი აქვთ. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის გული ქალისაზე დიდია და მას სისხლის ძარღვებში გადასატყორცნად მიოკარდის შეკუმშვების ნაკლები რაოდენობა ესაჭიროება.
პულსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
იდუმალი წერტილი მაჯაზე: მართეთ წნევა და პულსი

პულსის სიხშირის დარღვევის მიზეზები

არსებობს ორი გადახრა: ტაქიკარდია (ასზე მეტი დარტყმა წუთში) და ბრადიკარდია (60-ზე ნაკლები დარტყმა წუთში).

ორივე გადახრა, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური მიზეზებით.
ფიზიოლოგიური მიზეზებია:
ემოციური და ფიზიკური დატვირთა;
სტრესები და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა;
ძლიერი ტკივილები და პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
პათოლოგიური მიზეზებია:
ნერვული სისტემის ფუნქციონალური რღვევა;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
ენდოკრინული პათოლოგიები;
თირკმლების დაავადება;
ინფექციები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს;
სისხლის დაავადებები;
თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;
ჰიპერტონიის ნიშნები;
ინფარქტი და სტენოკარდია;
სისხლძარღვების ანთებები და ათეროსკლეროზი.
დაიმახსოვრეთ: პულსის დარღვევების შემთხვევაში არ იმკურნალოთ თვითნებურად!
ყველა ახალი ამბავი
0