Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე...“ – ნინი ქარსელაძე

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენის დამარცხება შეძლო და სრულიად გამოჯანმრთელდა. ეს ამბავი მან სოციალურ ქსელშიც დაწერა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო. თუმცა, როგორც ნინი ქარსელაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თქვა, დიდ სიხარულთან ერთად, მათ ოჯახში დიდი მწუხარებაც იყო.
როგორც მომღერალი ამბობს, ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე მისი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში და ამ ტრაგედიის გამო ძალიან დაძაბულები და განადგურებულები იყვნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს.

„რამდენად მტკივნეულიც იყო ხათუნას ამბები, იმდენი კარგიც დავინახე, რომ დედაჩემს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ჩემი დეიდები არიან და მათ გარეშე მე ამ გზას ვერ გავივლიდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად, მათზე არც ვსაუბრობ. რამდენიმე მათგანს ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მათ ბოდიშს მოვუხდი და მადლობას ვეტყვი ყველა წამისთვის და გვერდში დგომისთვის. მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია ზურა ხაჩიძემ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა.
ყველა ახალი ამბავი
0