https://sputnik-georgia.com/20211123/gwp-distanciur-rejimze-gadadis-262307461.html
თბილისში GWP-ს რამდენიმე სერვის-ცენტრში ვიზიტები შეიზღუდება
თბილისში GWP-ს რამდენიმე სერვის-ცენტრში ვიზიტები შეიზღუდება
Sputnik საქართველო
კომპანია 24 ნოემბრიდან აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას შესთავაზებს. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T16:50+0400
2021-11-23T16:50+0400
2021-11-23T21:50+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/25/239452567_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0a7d3b3a9048528e322482fc63d802c6.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე სერვის-ცენტრში მომხმარებელთა ვიზიტები შეიზღუდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.უწყების ცნობით, 24 ნოემბრიდან ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის N12-ში მდებარე სერვის-ცენტრებში მოქალაქეთა ვიზიტებზე შეზღუდვები დაწესდება.აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის-ცენტრებში.რაც შეეხება „რუთავის წყლის“ აბონენტებს, მათ მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის-ცენტრში, ასევე დისტანციურად.მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხს ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა „ცხელი ხაზის“ (2-93-11-11) მეშვეობითაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/25/239452567_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_fbf6c60ba6ca36b1d82bed891b310394.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისში GWP-ს რამდენიმე სერვის-ცენტრში ვიზიტები შეიზღუდება
16:50 23.11.2021 (განახლებულია: 21:50 23.11.2021) კომპანია 24 ნოემბრიდან აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას შესთავაზებს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე სერვის-ცენტრში მომხმარებელთა ვიზიტები შეიზღუდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.
უწყების ცნობით, 24 ნოემბრიდან ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის N12-ში მდებარე სერვის-ცენტრებში მოქალაქეთა ვიზიტებზე შეზღუდვები დაწესდება.
„კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას. არსებულ ვითარებაში GWP მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის-ცენტრებში.
რაც შეეხება „რუთავის წყლის“ აბონენტებს, მათ მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის-ცენტრში, ასევე დისტანციურად.
მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხს ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა „ცხელი ხაზის“ (2-93-11-11) მეშვეობითაც.