https://sputnik-georgia.com/20211123/gudauris-mtebsi-samasvelo-operacia-mimdinareobs-262317232.html
გუდაურის მთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
გუდაურის მთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სამაშველო ოპერაციას ართულებს რელიეფი და ცუდი ხილვადობა. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T22:43+0400
2021-11-23T22:43+0400
2021-11-23T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23845/43/238454318_0:0:1576:887_1920x0_80_0_0_48e992a7ac6fbdec6b67a40f757a321b.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. გუდაურთან ახლოს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს - მწვერვალ დედაენის დალაშქვრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი“.ტელეარხის ინფორმაციით, მაშველები გამოიძახა ბიზნესმენმა ლევან მუშკუდიანმა, რომელიც მწვერვალის დალაშქვრას მეგობართან, ბიზნესმენ ილია კოკაიასთან ერთად ცდილობდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი.ამ დროისთვის მაშველები მწვერვალისკენ მიემართებიან. სამაშველო ოპერაციას ართულებს მთიანი რელიეფი და ცუდი ხილვადობა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23845/43/238454318_246:0:1453:905_1920x0_80_0_0_36231ae243299f10c04166446a240051.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
გუდაურის მთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
22:43 23.11.2021 (განახლებულია: 22:46 23.11.2021) სამაშველო ოპერაციას ართულებს რელიეფი და ცუდი ხილვადობა.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. გუდაურთან ახლოს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს - მწვერვალ დედაენის დალაშქვრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი
„მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, მაშველები გამოიძახა ბიზნესმენმა ლევან მუშკუდიანმა, რომელიც მწვერვალის დალაშქვრას მეგობართან, ბიზნესმენ ილია კოკაიასთან ერთად ცდილობდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.
ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი.
ამ დროისთვის მაშველები მწვერვალისკენ მიემართებიან. სამაშველო ოპერაციას ართულებს მთიანი რელიეფი და ცუდი ხილვადობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.