https://sputnik-georgia.com/20211122/walenjixismeris-danapirebi-koaliciuri-mtavroba-262284246.html
წალენჯიხის ახალი მერი პირობას დებს, რომ მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას შექმნის
წალენჯიხის ახალი მერი პირობას დებს, რომ მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას შექმნის
Sputnik საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეადგინეს. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T17:24+0400
2021-11-22T17:24+0400
2021-11-22T23:14+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261961008_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_763467e4b9abc482cf627d9faa61e818.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის ახალი მერი გიორგი ხარჩილავა, რომელიც თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას დღეს შეუდგა, მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.წალენჯიხის საკრებულოში (27 წევრი) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ 11 წევრი გავიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ასევე 11, სამი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, ერთი – პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ და ერთიც – დამოუკიდებელი დეპუტატი.ხარჩილავა მერიაში თავის მოადგილესთან თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი წალენჯიხის აწ უკვე ყოფილ მერს ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ხარჩილავას თქმით, მის გუნდს გააჩნია მკაფიო ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებების შესახებ.გიორგი ხარჩილავამ წალენჯიხის მერის არჩევნებზე ხმათა 51,1%-ით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გიორგი გულორდავა „ქართული ოცნებიდან“ (48,8%).წალენჯიხა ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20211122/batumis-meri-opoziciastan-tanamshromlobistvis-mzadaa-262276921.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261961008_39:0:1190:863_1920x0_80_0_0_f67b1afe5e57d068c564e7acb6f9550f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
წალენჯიხის ახალი მერი პირობას დებს, რომ მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას შექმნის
17:24 22.11.2021 (განახლებულია: 23:14 22.11.2021) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეადგინეს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის ახალი მერი გიორგი ხარჩილავა, რომელიც თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას დღეს შეუდგა, მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ მან თავის
Facebook-გვერდზე დაწერა.
წალენჯიხის საკრებულოში (27 წევრი) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ 11 წევრი გავიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ასევე 11, სამი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, ერთი – პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ და ერთიც – დამოუკიდებელი დეპუტატი.
„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვებსა და მიმართულებებზე. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ხარჩილავამ.
ხარჩილავა მერიაში თავის მოადგილესთან თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი წალენჯიხის აწ უკვე ყოფილ მერს ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ხარჩილავას თქმით, მის გუნდს გააჩნია მკაფიო ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებების შესახებ.
გიორგი ხარჩილავამ წალენჯიხის მერის არჩევნებზე ხმათა 51,1%-ით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გიორგი გულორდავა „ქართული ოცნებიდან“ (48,8%).
წალენჯიხა ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახდა.