შინაური ცხოველების მიტოვებაზე ჯარიმები დაწესდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
ძაღლის ან კატის მიტოვების შემთხვევაში პატრონს ფულადი ჯარიმა დაეკისრება, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმის თანხა გაორმაგდება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებაზე ადმინისტრაციული ჯარიმები დაწესდება – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან შესაბამის ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს განიხილავს.
საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს პარტია „მოქალაქეებიდან" – ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.
„მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პატრონების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2020
COVID-19 - ბოლო ცნობები
აქტივისტები საზოგადოებას უპატრონო ძაღლების დახმარებისკენ მოუწოდებენ
ცვლილებების თანახმად, ბედის ანაბარა მიტოვებული ცხოველისთვის ფიზიკური პირი, მისი პატრონი, რომელზეც რეგისტრირებულია ეს ცხოველი, დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1.500 ლარით.
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის ხელმეორედ მიტოვების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება – ფიზიკური პირი 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3.000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ყველა ახალი ამბავი
0