საქართველოში ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 0,7%-ით გაიზარდა და 972,2 ათასს მიაღწია.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. 2013 წლიდან ცხოველების ჯილეხით დაავადების შემთხვევები 90%-ით შემცირდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემებით, ვეტერინარები ყოველწლიურად 1,2 მლნ ცხოველს ცრიან.

„მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 847 ათასზე მეტი ცხოველი. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად იკლო ცხოველებში ჯილეხის გამოვლენის ფაქტებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ამავე დროს მიმდინარე წლის III კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 0,7%-ით გაიზარდა და 972,2 ათასს მიაღწია.
ცხვრისა და თხის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა და 764,6 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 232,9 ათას სულამდე შემცირდა, რაც 8,3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა 13.4%-ით შემცირდა და 10.3 მილიონი ფრთა შედგინა.
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2020
თუ ხორცის შეძენას აპირებთ: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი პროდუქცია
ასეთი მაჩვენებლების ფონზე საქართველოში გაიზარდა ხორცის მოხმარება. მისი წარმოება 16,1 ათასი ტონით გაიზარდა, რაც 3,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ქვეყანაში უმნიშვნელოდ შემცირდა რძის წარმოება – 168,8 მილიონ ლიტრამდე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8%-ით ჩამორჩება.
ჯილეხი, ანუ ციმბირული წყლული — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.
ყველა ახალი ამბავი
0