რუსეთმა ლატვიაში გიორგის ბაფთის ტარების აკრძალვა დაგმო

© photo: Sputnik / Alexander Vil'f / გადასვლა მედიაბანკში გიორგის ბაფთები
  გიორგის ბაფთები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ლატვიის სეიმმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც წმინდა გიორგის ბაფთის საჯარო გამოყენებას კრძალავს, იუწყება РИА Новости.
ინიციატივის ავტორია ეროვნული კრება Visu Latvijai! („ყველაფერი ლატვიას“). ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც კანონს ქვეყნის პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
აღნიშნულთან დაკავებით უკვე გავრცელდა განცხადებები. მაგალითად, პარტია „რუსულმა კავშირმა“ განაცხადა, რომ ბაფთის აკრძალვას ყველა დონის სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოუწოდა საერთაშორისო სტრუქტურებს, რეაგირება მოახდინონ ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე.
მისი თქმით, საჯარო ღონისძიებებზე წმინდა გიორგის ბაფთის ტარების აკრძალვა არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს თავად ქვეყანას და არა ვეტერანის პიჯაკის ლაცკანზე დამაგრებულ გამარჯვების სიმბოლოს.
„მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო მოედანზე დავიცავთ ისტორიულ სიმართლეს. როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდით, მომავალშიც ისე განვაგრძობთ“, — განაცხადა ზახაროვამ Россия сегодня-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის აზრი სრულიად გასაგებია. მისი თქმით, რიგა, „ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, ბევრ პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ისეთ პრინციპებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვას“.
როგორც ზახაროვას მიაჩნია, შემთხვევითი არ არის, რომ ბაფთის ტარება აკრძალა ქვეყანამ, სადაც „ყოველ მეათე მცხოვრებს „არამოქალაქის“ მრისხანე სტატუსი აქვს მინიჭებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სიმბოლოების აკრძალვა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი აქვთ და ასოცირდება ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებასთან, არის ყველაზე უაზრო რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკაში.

„ეს სიმბოლოები არსებობს იდეოლოგიის ჩარჩოებსა თუ პოლიტიკოსების ვიწრო ეგოისტური კონცეფციის მიღმა, ეს სიმბოლოები გამოხატავს იდეებს, ერთი ნაწილის ტანჯვას სხვათა სიცოცხლის გადასაჩენად და მათ სასიკეთოდ. <...> დიდი გამარჯვების იდეის აკრძალვა მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და აბსოლუტურობით არავის არსად არ გამოუვა“, — დაასკვნა რუსმა დიპლომატმა.

Мария Захарова - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტის მიერ გიორგის ბაფთების ოფიციალურად აკრძალვა რესპუბლიკაში მცხოვრებ 4000-ზე მეტ ვეტერანს შეეხება. როგორც სააგენტო წერს, ყოველი წლის 9 მაისს რიგის განმათავისუფლებელთა ძეგლთან ათასობით ადამიანი იყრის თავს, რათა გამარჯვების დღე აღნიშნოს.
წმინდა გიორგის ბაფთის იდეა 2005 წელს გაჩნდა სააგენტო РИА Новости-ში. იმავე წელს გაიმართა პირველი ღონისძიება და მას შემდეგ 9 მაისისთვის ბაფთის დამაგრება ტრადიციად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0