„სხვანაირი შარმი აქვთ იქაურ ქალბატონებს“ – ნოდიკო ტატიშვილი უკრაინელი ქალებით მოიხიბლა

© Facebook / Nodiko Tatishviliნოდიკო ტატიშვილი
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ მოგზაურობის შესახებ ესაუბრა და მათ შორის უპასუხა კითხვას, სად უფრო ლამაზი გოგონები შეხვედრია. მომღერალი ამბობს, რომ უკრაინელები ქალებით გაოცებულია.

„ხშირად დავკვირვებივარ ამ ფაქტს და ყველა ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავებული გოგონები არიან, თუმცა სლავები, ძირითადად, ერთმანეთს ჰგვანან, იტალიაში აბსოლუტურად განსხვავებულები არიან და თითქმის ყველგან აქვთ ინდივიდუალიზმი, ისევე, როგორც საქართველოში. თუმცა უკრაინაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაოცებული ხარ, სხვანაირი შარმი აქვთ იქაურ ქალბატონებს“, – ამბობს მომღერალი.

ნოდიკო ტატიაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ როდესაც 34 წლის ასაკში ეკითხებიან, რატომ არ ჰყავს მეუღლე, ვერ აუხსნის სათითაოდ, რომ ჯერ ვერ იპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მის პროფესიას შეეგუება.
ყველა ახალი ამბავი
0